Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის არჩევნები – მიღებული გადაწყვეტილება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება დეკანის არჩევის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დებულების მე-6 მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-13 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებისა (სხდომის ოქმი №9) და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის" მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:

 

  1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 2026 წლის 7 იანვრიდან 4 წლის ვადით არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი.
  2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. წინამდებარე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის შესაბამისი განყოფილება) და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსების გზით.
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 (მე–12 კილომეტრი)).
თარიღი: 26/12/2025